რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ეკლესიაში არ მივიდნენ და სახლიდან ილოცონ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ეკლესიებში არ მივიდნენ და სახლიდან ილოცონ.

რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დასაცავად მრევლმა დროებით უარი უნდა თქვას ეკლესიაში მისვლაზე, მათ შორის დიდ დღესასწაულებზე.

“მოვუწოდებთ მორწმუნეებს, თავი შეიკავონ ეკლესიაში სიარულისგან, ეს მოწოდება ამ წუთისთვის ყველა შესაძლო არხით ვრცელდება. მოსახლეობა ჩვენს მოწოდებას გაგებით ხვდება და აცნობიერებს, რომ შექმნილი მდგომარეობა განსაკუთრებული გამოცდაა, ჩვენი ახლობლებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის, გვიწევს უარი ვთქვათ ეკლესიაში მისვლაზე დიდ დღესასწაულებზეც კი”, – განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს პრესსპიკერმა ვლადიმერ ლეგოიდამ.

ცოტახნის წინ ანალოგიური განცხადება გააკეთა პატრიარქმა კირილემაც, რომელმაც მოსახლეობას ტაძარში მისვლისგან თავის შეკავება და რეკომენდაციების დაცვა თხოვა.

რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 10 131 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 76 დაიღუპა, 698 გამოჯანმრთელდა.