რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 233–მა მღდელმსახურმა უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მიმართვა გაავრცელა. ხელმოწერების შეგროვება ამ მიმართვაზე გრძელდება.
“საშინელი სამსჯავრო ელის ყოველ ადამიანს. არანაირი მიწიერი ხელისუფლება, ვერანაირი ექიმები, ვერანაირი დაცვა ვერ დაგვიხსნის ამ სამსჯავროსგან. ვზრუნავთ რა ყოველი ადამიანის გადარჩენაზე, ვთვლით რა საკუთარ თავს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პირმშოებად, არ გვინდა რომ ის ამ სამსჯავროზე გამოცხადდეს ისეთი ტვირთით, როგორიც არის დედის წყევლა. გვინდა შეგახსენოთ, რომ ქრისტეს სისხლს, რომელიც მაცხოვარმა ამქვეყნიური სიცოცხლისთვის დაღვარა, ზიარების საიდუმლოში მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობის ბრძანებებს გასცემენ არა სიცოცხლისთვის, არამედ მარადიული ტანჯვისთვის. მწუხარებით ვფიქრობთ იმ უფსკრულზე, რომლოის დაძლევა მოუწევთ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს რუსეთსა და უკრაინაში, რათა ისევ დაიწყონ ერთმანეთთან მეგობრობა, პატივი სცენ და შეიყვარონ ერთმანეთი. პატივს ვცემთ ღვთის მიერ ბოძებულ ადამიანის თავისუფლებას და ვთვლით, რომ უკრაინის ხალხმა დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი, არა ავტომატების დამიზნების ქვეშ, დასავლეთის ან აღმოსავლეთის ზეწოლის გარეშე“– ნათქვამია წერილში.
ხელმომწერი სასულიერო პირები მოუწოდებენ კონფლიქტის ყველა მხარეს დიალოგისკენ და ძალადობის შეჩერებისკენ.