პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთს, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაჰქონდეს. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ლორა კუპერმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები ისეთს ვერაფერს ამჩნევენ, რომ ამერიკამ საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალოს.
“ვფლობ მხოლოდ ღია წყაროებით არსებულ ინფორმაციას”. – აღნიშნა ლაურა კუპერმა.