უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული 42 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 38 ჩამოაგდეს. ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები ოთხი მიმართულებიდან, ჩაუდა, ბალაკლავა-ყირიმი, კურსკის ოლქიდან და ასტრახანიდან გაუშვეს.
“საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ხარკოვის, ვინიცისა და სუმის რეგიონებში 38 “შაჰიდი” გაანადგურა”,