აშშ-ს სახელმწიფო მდივანი “პროგნოზირებად და სამარცხვინო” ქმედებას უწოდებს პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.
“რუსეთის მიერ ე.წ. რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის“ აღიარება, რომელსაც მათი მარიონეტები აკონტროლებენ, პროგნოზირებადი, სამარცხვინო ქმედებაა. ჩვენ ამას უმკაცრესად ვგმობთ და უკრაინასთან ერთად ვდგავართ, როგორც ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას”,– წერს ბლინკენი ტვიტერზე.
Russia’s move to recognize the “independence” of so-called republics controlled by its own proxies is a predictable, shameful act. We condemn them in the strongest possible terms and #StandWithUkraine, as I told Foreign Minister @DmytroKuleba tonight.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) February 22, 2022
ცნობისთვის, გუშინ ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.