რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.
„საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ აგრესიულ ქმედებებსა და მუქარებს უკრაინის წინააღმდეგ და მას დეესკალაციისა და დადგენილი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დიალოგში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდებს.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება,” – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.