„ეს სანქციების სია არ ეხება მხოლოდ რუსეთს, იცით, რომ რამდენიმე ქვეყანასაც ეხება, მათ შორის საქართველოც მიუერთდა ჩრდილოეთ კორეასა და დნესტრისპირეთთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, საქართველოს განცხადებული პოლიტიკა აქვს და ამ პოლიტიკას მივყვებით. ამ პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა ის, რომ გვაქვს ის საკმარისი სტაბილური მდგომარეობა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას. ამ პოლიტიკამ მოგვიტანა კანდიდატის სტატუსი. რაც შეხება გადაწყვეტილებსა და დეტალებს, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ, სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა ცნობილია. რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ, ეკონომიკური კოლაფსის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი“

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მხარდამჭერთა სიაში საქართველო არაა.