რუსეთის მოქალაქეების მცირე ნაწილი არ უჭერს მხარს სპეცოპერაციას – პესკოვი

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის მოსახლეობის უმცირესობა არ უჭერს მხარს უკრაინაში “სპეცოპერაციას”. მისივე მტკიცებით, ამ ოპერაციას მოსახლეობის 75%-ზე მეტი უჭერს მხარს.

„ასეთი მოქალაქეები ცოტაა [ვინც არ უჭერენ მხარს სპეცოპერაციის ჩატარებას], მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა – ამას მოწმობს სტატისტიკაც და გამოკითხვებიც – მოქალაქეების 75%-ზე მეტი მხარს უჭერს ოპერაციას, მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს.

ძალიან აქტიურად არის განმარტებული ამ ოპერაციის მიზნები და ამოცანები, ამ ოპერაციის მიზეზები. და ვიმედოვნებთ, რომ ვინც არ ეთანხმება, მიხვდება რა ხდება”,– განაცხადა პესკოვმა.