უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ”რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს”. მან ასევე აღნიშნა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ბრძოლის ველზე ოკუპანტებისთვის არაფერს შეცვლის, თუმცა, შესაძლოა, ამან პუტინის რეჟიმის დაშლა და მისი საბოლოო დამარცხება გამოიწვიოს.
“პუტინის რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი – სტრატეგიული და ტაქტიკური და ჰიპოთეტურად, საფრთხე ამ მიმართულებით ყოველთვის არსებობს. ამიტომ, უკრაინაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამ საკითხს ყურადღებით აკვირდებიან”, – თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.