“თავისუფალ სამყაროში თითქმის არ დარჩენილა ხალხი, ვინც ვერ ხვდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის ხელმძღვანელობის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაშლა და გლობალური დარტყმა დემოკრატიაზე. ამიტომ, თავისუფალ სამყაროს თავდაცვის უფლება აქვს, ის კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას”

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.