“ნატო-ს ამოცანა-მაქსიმუმი აქვს, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა და მთლიანობაში რეგიონისთვის ხელახლა ცეცხლის წაკიდება…

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ივლისში ნატოს ბოლო სამიტზე კვლავ იქნა დამტკიცებული 2008 წელს მიღებული ფორმულა იმის შესახებ, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავზე მოხვევა, ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებზე კონტროლის დამყარების მიზნით.

მათი ძალისხმევები მიმართულია ერევნის მოსკოვთან კავშირების დისკრედიტაციაზე, იდეალურ ვარიანტში კი – მათ ბოლომდე ჩაშლაზე. დასავლეთი ამას არ მალავს.

ისინი ასევე ცდილობენ ბაქოსთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებში შუღლის შემოტანას. დასავლეთს მიზნებისა და ამოცანების მთელი “ფრონტი” აქვს”,

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.