რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ, ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის – პესკოვი

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ეხმიანება აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ პუტინი “ვერ დარჩება ხელისუფლებაში”.

პესკოვის თქმით, ეს საკითხი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.

„ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის. რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ“, – განაცხადა პესკოვმა Reuters-თან ინტერვიუში.

ბაიდენის განცხადების შემდეგ თეთრმა სახლმა განმარტება გააკეთა და თქვა, რომ პრეზიდენტი არ საუბრობდა რუსეთში პუტინის ხელისუფლების ან რეჟიმის ცვლილებაზე, არამედ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მეზობლების ან რეგიონის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.