“ექვსი ოსური ოჯახის წარმომადგენლებმა საქართველოში, თრუსოს ხეობაში წინაპრების საფლავები და უძველესი სალოცავი მოინახულეს” – ამის შესახებ ნათქვამია რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის TASS-ის სტატიაში. რუსული მედია წერს, რომ ეს შესაძლებელი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის, 2 თვიანი მოლაპარაკებებით.
როგორც TASS-ი წერს, ამ ჯგუფში რომლებიც თრუსოს ხეობაში იმყოფებოდნენ, შედიოდნენ როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები, ისე ახალგაზრდები, რომლებმაც ხეობა პირველად ნახეს.
“ექვსი ოსური გვარის წარმომადგენლებმა, 23-მა ადამიანმა შეძლო საქართველოში, თრუსოს ხეობაში მდებარე სამშობლოში ჩასვლა. მონახულებაზე შეთანხმება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მეთაურის, დმიტრი ტროფიმოვის მონაწილეობით. იმ ხალხის თხოვნის საფუძველზე, რომლის წარმოშობის ადგილი თრუსოს ხეობაა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გეგზავნა ოფიციალური ნოტა, ასევე გამოყენებულ იქნა პირადი კავშირები საქართველოს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან”. – თქვა ვლადიკავკაზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბაგირ მამიევმა.