რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძველი სლოვენიური ფოტო უკრაინული ჭუჭყიანი ბომბის ფოტოდ გაასაღა

24 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ინგლისურენოვან გვერდზე გამოქვეყნდა ასეთი ჩანაწერი:

“არსებული ინფორმაციით უკრაინის ორმა ორგანიზაციამ მიიღო პირდაპირი შეკვეთა ე.წ. ჭუჭყიანი ბომბის შესაქმნელად. სამუშაოები დასრულების სტადიაშია“

ტვიტს თან ახლდა ოთხი ფოტო: პაკეტები გამაფრთხილებელი წარწერით, რომ შიგნით რადიოატიური მასალებია, სავარაუდოდ ატომური სადგურის ზევიდან გადაღებული ფოტო, ასევე ნარჩენების საცავების ფოტო.

დღეს სლოვენიის მთავრობის ტვიტერზე გამოქვეყნდა იგივე ფოტოები დაზუსტებით, რომ ეს ფოტოები 2010 წელს არის გადაღებული და რადიოაქტიური ნარჩენების ნაციონალურ სააგენტოს ეკუთვნის, შესაბამისად, დღევანდელობასთან არაფერი აქვს საერთო.

“რადიოაქტიური ნარჩენები სლოვენიაში საიმედოდ ინახება და მეთვალყურეობის ქვეშ არის. ისინი არ გამოიყენება არანაირი ჭუჭყიანი ბომბების შესაქმნელად“– ნათქვამია ქვეყნის მთავრობის ტვიტში.