რუსეთის სამიზნე, სავარაუდოდ, კრამატორსკი და კოსტიანტინივკა იქნება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, პრეზიდენტ პუტინის სამშაბათს გამოსვლამ გამოკვეთა მისი მუდმივი ინტერესი დონბასის მიმართ, სადაც რუსეთი განახლებული შეტევისთვის ემზადება.

დაზვერვის ცნობით, სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნე ქალაქი კრამატორსკი და კოსტიანტინივკა იქნება.

“ურბანული ცენტრები კონფლიქტის განმავლობაში განურჩეველი თავდასხმების წინაშე დგანან რუსეთის მხრიდან. ქალაქები კრამატორსკი და კოსტიანტინივკა, სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნე იქნება მსგავსი ტიპის ძალადობისთვის”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დოქტრინას წარმოადგენს ქალაქებზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები და ძალების კონცენტრირება.