უკრაინის გაერთიანებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტმა ომის დაწყებიდან 74 დღეში დაკარგა:
- დაახლოებით 25500 ჯარისკაცი
- ტანკი – 1130
- ჯავშანტექნიკა – 2741
- საარტილერიო სისტემები – 509
- MLRS / MLRS – 179
- საზენიტო საბრძოლო სისტემები – 86
- თვითმფრინავი – 199
- ვერტმფრენი – 156
- მანქანები და საწვავის ავზები – 1961
- გემები / ნავები – 12
- უპილოტო საფრენი აპარატი – 360
- სპეცტექნიკა – 39
- საკრუიზო რაკეტები – 92
გენშტაბის განმარტებით, მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღეს დაფიქსირდა ნოვოპავლივის მიმართულებით.