რუსეთის სამხედრო სარდლობა დილემის წინაშეა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით  უკრაინაში როგორც დონბასის, ისე ხერსონის მიმართულებებით უშედეგო ბრძოლები გრძელდება. დაზვერვის ცნობით, რუსული სარდლობა დილემის წინაშეა – გააძლიეროს თავდასხმა აღმოსავლეთით, თუ დასავლეთით.

“რუსეთის სამხედრო ძალების სარდლობა ისევ დილემის წინაშეა – უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთით, თუ თავდაცვა გააძლიეროს დასავლეთით”. – წერია ანგარიშში.