აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარები არ გაჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბრობს.
“სამწუხაროდ, რუსეთი რას ამბობს და რას აკეთებს ერთმანეთისგან განსხავდება და ჩვენ რასაც ვხედავთ, მნიშვნელოვანი უკან დახევა არაა. პირიქით, ჩვენ კვლავ ვხედავთ სამხედრო ძალებს, განსაკუთრებით ძალებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი განახლებული აგრესიის ავანგარდში იქნებიან, ისინი რჩებიან საზღვართან”,– ამბობს ბლინკენი.
მისივე ინფორმაციით, ჯარების გაყვანის ნაცვლად, რუსეთმა მათი რიცხვი გაზარდა, ამიტომ დეესკალაციაზე საუბარი არ არის.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შექმნა შესაძლებლობა, იმოქმედოს ძალიან მოკლე დროში.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ჯარების ნაწილი წვრთნების შემდეგ მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან.