რუსეთის საპასუხოდ NATO ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვას გააძლიერებს

NATO-ს გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს, ქიმიური იარაღი უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო ამის საპასუხოდ NATO ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვის სისტემებს გააძლიერებს.

“ჩვენმა მთავარმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა უოლტერსმა გაააქტიურა NATO-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის ელემენტები და მოკავშირეები განათავსებენ დამატებით ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვას ჩვენი არსებული და ახალი მხარდამჭერი ჯგუფების გასაძლიერებლად”, — განაცხადა სტოლტენბერგმა.