რუსეთის საფონდო ბირჟა დაეცა, უკვე ვხედავთ სანქციების გავლენას – ჯო ბაიდენი

“რუსეთის საფონდო ბირჟა დაეცა, უკვე ვხედავთ სანქციების გავლენას”- ამის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საგანგებო ბრიფინგის  შემდეგ, Twitter-ზე წერს.

”უკვე დავინახეთ ჩვენი ქმედებების სანქციების დაწესების გავლენა რუსულ ვალუტაზე, რუბლზე, რომელმაც დღეს გაუფასურების რეკორდულ დონეს მიაღწია.  რუსეთის საფონდო ბირჟა მკვეთრად დაეცა და მთავრობის სესხების საპროცენტო განაკვეთი 15%-მდე გაიზარდა.” – განაცხადა ბაიდენმა.