რუსეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად ბელგოროდის ოლქში მდებარე სოფელ Красный Октябрь–ში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ აფეთქებებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მან დააზუსტა, რომ ბოლო ვერსიით აფეთქებები შეწყდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი სამხედრო მოსამსახურე.
სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები წერენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა. გარდა ამისა, სააგენტო ТАСС-ის წყაროები საგანგებო სამსახურიდან ამბობს, რომ ჭურვი “დროებითი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე აფეთქდა.“