რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომელიც დილით გადააყენეს გარდაცვლილი იპოვეს – ეჭვი თვითმკვლელობაზეა

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს –  გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.

“რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის ოლქის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, რათა დაადგინონ ზუსტი გარემოებები. ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა”. – ეს  განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტა გაავრცელა.

მინისტრობამდე რომან სტაროვოიტი კურსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.