უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, 41 ბავშვი დაიღუპა ხოლო 76 კი დაშავდა.
ხარკოვში, რუსულმა სამხედრო ძალებმა, 30 30-მდე სკოლას, 27 საბავშვო ბაღს, 5 უმაღლეს სასწავლებელსა და ბავშვთა სკოლა-ინტერნატს შეუტიეს. ასევე დენისოვას თქმით, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი მარიუპოლსა და ვოლნოვახაში. მისი ინფორმაციით, ამ ქალაქებთან წვდომა რუსული ჯარების ალყის გამო შეუძლებელია.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები პირდაპირ არღვევს ჰააგის და ჟენევის კონვენციებს. მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის სამხედრო თავდასხმის შესაჩერებლად. დაჟინებით მოვითხოვ, NATO-ს ქვეყნებისგან, ჩაკეტეთ ცა!” – წერს დენისოვა.