რუსეთის უმდიდრესი დეპუტატი ინდოეთში გარდაცვლილი იპოვეს

ინდოეთში რუსეთის უმდიდრესი დეპუტატი პაველ ანტოვი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი სისხლის გუბეში იდო იმ სასტუმროს ფანჯრების ქვეშ, სადაც მან 65 წლის იუბილე აღნიშნა.

რუსული ტელეგრამ არხები  იუწყებიან, რომ მილიარდერი ანტოვის ცხედარი შაბათს რაიაგადში (ოდიშის შტატი) იპოვეს. მანამდე  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის უმდიდრესი დეპუტატი მესამე სართულიდან გადმოვარდა.

პაველ ანტოვი არის ვლადიმირის რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის წევრი, ვლადიმირ სტანდარტის კომპანიების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი. 2018 წელს Forbes-მა მისი შემოსავალი 10 მილიარდ რუბლს შეაფასა.