რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა Unian-ი ავრცელებს. გამოძიების შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.
როგორც ცნობილია, ნიკოლაი პატრუშევმა გუშინ 17 ივლისს საღამოს, თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც მას სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, თუმცა ახლა სახლში იმყოფება.
გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ოფიციალური მოსკოვი არ ადასტურებს.