რუსეთის ქალაქ სარატოვში ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

რუსული სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ სარატოვში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ქალაქის ხელმძღვანელობა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა.

რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვერტმფრენში 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი დაშავდა, მესამეს კი კვლავ ეძებენ.

“გადარჩენილი 26 წლის პილოტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ქვედა კიდურებზე სისხლჩაქცევები აქვს. ის ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოხტა”, – თქვა მან.

სარატოვის მერის, მიხეილ ისაევის ცნობით, მაკუმისნაია პოლიანას ტერიტორიაზე, ვერტმფრენი Ansat სასწავლო ფრენისას ჩამოვარდა.