რუსეთის შეტევა ჩავარდა, არადა მას წარმატება ჭირდება – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის შეტევა ჩავარდა, არადა მას წარმატება ჭირდება – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა მორიგ ანგარიშში წერს, რომ რუსები, როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ სევეროდონეცკ–ლისიჩანსკში უკრაინული ნაწილების ალყაში მოქცევას, მათ ზურგიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, იზიუმის რაიონიდან და პოპასნოედან უტევენ. მათი მიზანი კვლავ არის სევეროდენცკის ტერიტორიის იზოლირება ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, თუმცა ბოლო კვირას მათი შეტევა ჩავარდა.

ინტენსიური დაბომბვები იზიუმის სიახლოვეს აჩვენებს, რომ რუსეთი ემზადება ჩრდილოეთის ღერძს განახლებული ძალებით შეუტიოს.

“რუსეთს ძალიან ჭირდება გარღვევა თუნდაც ერთ–ერთ ამ მიმართულებაზე, რათა ტაქტიკური მონაპოვარი ოპერატიულ წარმატებად აქციოს და მის პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს  – ეს არის მთელი დონეცკის ოლქის კონტროლი.“– წერს ბრიტანული დაზვერვა.