რუსეთის შეჭრას უკრაინაში 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა 12:25, 02-04-2022 უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრას 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 254 ბავშვი დაიჭრა. რუსმა სამხედროებმა დაბომბეს და ცეცხლი გაუხსნეს 869 სასწავლო დაწესებულებას უკრაინაში.