წელი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ გავიდა, არის სამწუხარო ეტაპი უკრაინის ხალხისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს შეჭრა იყო ჩვენი საერთო სინდისის შეურაცხყოფა, ეს იყო გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ომი არ არის გამოსავალი, ომი პრობლემაა. შესაძლო პერსპექტივები დღეს უფერულია, მაგრამ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმის გათვალისწინებით, რომ დამყარდეს ნამდვილი, ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალზე. გაეროს პოზიცია ცალსახაა – ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე.