რუსეთის შეჭრიდან 2 თვის შემდეგ, უკრაინამ საჰაერო სივრცის უმეტესობაზე კონტროლი შეინარჩუნა

რუსეთის შეჭრიდან 2 თვის შემდეგ, უკრაინამ საჰაერო სივრცის უმეტესობაზე კონტროლი შეინარჩუნა – ამის შესახებ ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს თავისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტურად განადგურება ან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ჩახშობა. უკრაინა რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებას “ – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ”რუსეთის საჰაერო ძალები ახლა ძირითადად სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზეა მობილიზებული” რათა სახმელეთო ძალების მხარდაჭერა უზრუნველყოს, ”უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით კი რუსეთის წვდომა საკმაოდ შეზღუდულია”.