რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 198 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის ოპროკურატურა ავრცელებს.  ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევში ემსხვერპლა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.