რუსეთის შსს-მ კირილ ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელზე, კირილ ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა.  ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო, პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს. უცნობია რა მუხლით არის აღძრული ბუდანოვის წინააღმდეგ საქმე.

“ძებნაში გამოცხადების საფუძველი არსებობს: იძებნება სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში”, – წერია რუსეთის შსს-ს განცხადებაში.

მანამდე, მიმდინარე წლის, 21 აპრილს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ბუდანოვს განაჩენი გამოუტანა – მას ბრალად ყირიმის ხიდის აფეთქება ედება. საქმე “ტერორიზმისა და იარაღის უკანონო გამოყენების” მუხლებით იყო აღძრული.