რუსეთის ცენტრობანკის სავალუტო რეზერვების 300 მილიარდი დოლარის დაკავების მცდელობები ძირითადად დეკლარაციების დონეზე დარჩა

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის გაყინული სავალუტო რეზერვების გამოყენების შესახებ მსჯელობა თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც შეერთებულმა შტატებმა და ვერც ევროპულმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს ამ თანხების უმეტესი ნაწილის ჩამორთმევა, ამბობს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი  ჩარლზ ლიჩფილდი. ლიჩფილდის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა „არც კი იციან ზუსტად სად არის ეს რეზერვები“.

გაყინული აქტივების ჯამური ოდენობა 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ რეალურად, ატლანტიკური საბჭოს მონაცემებით, თანხების უმეტესობა არც კი არის დაყადაღებული.

ლიჩფილდის გათვლებით, ამ დროისთვის 80-100 მილიარდი დოლარის რეზერვებია ამოღებული. „უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს არ აქვს წვდომა ამ თანხებზე“, – განაცხადა ლიჩფილდმა და აღნიშნა, რომ უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ ზოგადად რუსეთის სავალუტო რეზერვები არ არის დაპატიმრებული, არამედ გაყინულია. ამავდროულად, ლიჩფილდის თქმით, ბოლომდე გაურკვეველია სად არის განთავსებული ეს სახსრები. აზიის ან აფრიკის ზოგიერთმა ბანკმა შეიძლება არ დააკმაყოფილონ დასავლეთის ქვეყნების თხოვნა და არ მიაწოდოს მათ ინფორმაცია, განაცხადა ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ხუთშაბათს ტელეკონფერენციაზე.