“რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული” – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ აღუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინის სიტყვით გამოსვლა დიდწილად ანტიდასავლური ნარატივის მატარებელი იყო.
პუტინის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ “კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული”.
„ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო ნამდვილი ომი. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მაცხოვრებლებს და უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პუტინის მტკიცებით, რუსეთს სურს, რომ მომავალი მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური იყოს. მისი თქმით, ნებისმიერი უპირატესობის იდეოლოგია “ამაზრზენი და მიუღებელია”.
პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ თითქოს ეს ქვეყანა “სახელმწიფო გადატრიალების მძევალი გახდა”. სწორედ ეს რიტორიკა გამოიყენა პუტინმა , წარსულში მსგავსი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.
“გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და თავგასულობა აუცილებლად იქცევა ტრაგედიად. სწორედ ესაა კატასტროფის მიზეზი, რასაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ის გახდა სახელმწიფო გადატრიალების მძევალი და მის ბაზაზე დანაშაულებრივი რეჟიმის დასავლელი მბრძანებლების სავაჭრო მონეტა, რომელიც მათი დაუნდობელი ანგარებიანი გეგმების განხორციელებაში სჭირდებათ”. – თქვა პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს.