განვაცხადეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ვუერთდებით – ეს ქართველი ხალხის ნება და ინტერესია. ამიტომ, ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებით ვმოქმედებთ. პოლიტიკურმა ჯგუფებმა თქვან, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებას ხელს ვინ მოაწერს. ვინაიდან, უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ მაგალითად, შარშან რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ეს ქართული ეკონომიკისთვის -10%-იან ვარდნას ნიშნავდა – და შესაბამისად, გაზრდილ ფასებსა და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ გაჭირვებას […] ასევე, ეს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების მაღალი რისკიც იქნებოდა.
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ კატასტროფაში ჩავარდნასა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას ხელი მოაწეროს. ევროკავშირი სანქციების ნაწილში მის დაწესებას არ გვთხოვს, რადგან, მაშინ, ამ შემთხვევაში, ევროკავშირს ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოეცა.