დღეს, 24 თებერვალს, უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ავრცელებს.
“გაერთიანებული ძალები ღირსეულ პასუხს აძლევენ რუსეთის ფედერაციის ძალებს. სამხედრო ქვედანაყოფები თავის პოზიციებზე არიან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინელ მცველებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. იმბომბება უკრაინული ქალაქები და იქ განთავსებული ინსფრასტრუქტურა.