რუსეთის FSB-მ ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შს მინისტრი დააკავა – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე, რუსეთის FSB-მ დააკავა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.

“ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე მოსკოვმა დაიწყო “LPR”-ის ლიდერების “წმენდა”. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურში მიღებული ინფორმაციით, 1973 წლის 29 აპრილს დაბადებული “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-მაიორი“ კორნეტ იჰორ ალექსანდროვიჩი დააკავა რუსეთის FSB-მ. ამჟამად ის იმყოფება დონის როსტოვში, FSB-ს დაკავების ცენტრში”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. შს მინისტრის დაკავებამ უშიშროების ძალებისა და “რესპუბლიკის” პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რომლებმაც ეს ფაქტი შეაფასეს, როგორც ცვლილებების დასაწყისი კვაზისახელმწიფოებრივი ძალაუფლების ბლოკში.

“თუმცა, ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის მეთაური, ლეონიდ ივანოვიჩ პასიჩნიკი ყველა ღონეს ხმარობს კორნეტის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად”,– აცხადებს დაზვერვა.