რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტს – ლიეტუვა

”რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტს ”- აგვისტოს ომის 13 წლისთავზე ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

“13 წელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან. რუსეთი კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რუსეთის პასუხისმგებლობა დადასტურებულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით. მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, — წერია განცხადებაში.