რუსეთი ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი ახლა ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, რათა ჯარების მომზადება უზრუნველყოს. ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული კაცების თავდაპირველმა ნაკადმა სამხედრო ბაზაზე ჩასვლა დაიწყო. უწყების ცნობით, დასავლური ჯარების უმეტესობისგან განსხვავებით, რუსული არმიის წვრთნები დაბალ დონეზე მიმდინარეობს. სპეციალური სასწავლო დაწესებულებების ნაცვლად, ჯარისკაცები წვრთნას ოპერატიულ დანაყოფებში გადიან.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ასევე წერს, რომ გაწვეულებიდან ბევრს სამხედრო გამოცდილება არ ექნება.