რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს, უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე 17 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა “ტერორისტული შეტევა.” უწყება აცხადებს, ყველა დრონი ჩამოაგდეს.
“14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან გამოყვანილ იქნა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, მათგან 11 შავი ზღვის აკვატორიაში ჩამოვარდა, სამი კი ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, “აღკვეთილ ტერაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია”.