რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის მიერ გაშვებული 16 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 24 ნოემბრის ღამეს მათმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოკუპირებულ ყირიმში და კიდევ 3 ვოლგოგრადის რეგიონის თავზე. 

როგორც რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს,  აღიკვეთა “კიევის რეჟიმის მცდელობა” განეხორციელებინა “ტერორისტული თავდასხმა” რუსეთის სამიზნეებზე.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.