რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამით დარტყმა მიიტანეს ჟულიენის ქარხანაზე რუსეთის ტერიტორიაზე “კიევის დივერსიული ქმედებების“ საპასუხოდ.
მათი ინფორმაციით, 15 აპრილის ღამით რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კიევში მდებარე ჟულიანის მანქანათმშენებელი ქარხანა “ვიზარი“.
უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, ქარხანაზე დარტყმა ეს არის თითქოსდა პასუხი რუსულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკრაინულ დივერსიებზე. სავარაუდოდ იგულისხმება ბელგოროდის ოლქის სოფელ ჟურავლიოვკაში და ბრიანსკის ოლქის სფელ კლიმოვოში გახსნილი ცეცხლი, ასევე კურსკის ოლქში სასაზღვრო პუნქტის დაბომბვა, რაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
რუსების თქმით, დაბომბვის შედეგად ქარხანა მწყობრიდან გამოვიდა. განადგურებულია საშუალო და დიდი სიშორის რაზენიტო რაკეტების წარმოების და რემონტის საამქრო. თუმცა, უკრაინას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
კონაშენკოვი აცხადებს, რომ რუსეთი გაზრდის უკრაინის დედაქალაქის ობიექტებზე შეტევის სიხშირეს და მაშტაბებს, “თუ კიევი დივერსიებს განაგრძობს“.
რა არის ცნობილი წუხანდელი დაბომბვების შესახებ
15 აპრილის ღამეს უკრაინის რიგ ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმოდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობის შედეგი იყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალები წინასწარ აცხადებდა, რომ მოსკოვი პროვოკაციებს მოაწყობდა კიევის დადანაშაულების მიზნით. მტკიცებულების სახით მომხდარის შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურებმა უკუპანტების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნეს. ერთ–ერთ ჩანაწერზე რუსი სამხედრო ცოლს უყვება, რომ ბრიანსკის ოლქის სოფლის დაბომბვა რუსეთის პროვოკაციაა.