რუსეთი არაფერს დაკარგავს, რუსეთს არ დაუწყია ომი უკრაინაში – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კვლავ იმეორებს კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთ თეზისს, რომ : რუსეთი არ იწყებს ომს, არამედ ამთავრებს მას.

“ჩვენ არაფერი დაგვიწყია სამხედრო ოპერაციების კუთხით, მაგრამ მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ…საომარი მოქმედებები დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მათ მიერ, ვისაც არ სურდა ნორმალური, მშვიდობიანი განვითარება და ცდილობდნენ საკუთარი ხალხის ჩახშობას და 8 წლის განმავლობაში დონბასში ხალხის გენოციდს ახორციელებდნენ “, – ამბობს პუტინი