„დასავლეთი უარს არ ამბობს რუსეთის შეკავების სტრატეგიაზე და უკრაინაში მის აგრესიულ მიზნებზე, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებზე.[…] სპეცოპერაციამ გამოავლინა პრობლემები, ამდენად, ჩვენ გვჭირდება სერიოზული რესტრუქტურიზაცია საკომუნიკაციო სისტემის მუშაობაში, დაზვერვის თანამედროვე საშუალებების გაცილებით ეფექტური გამოყენება, ჩვენი ხელოვნური თანამგზავრების შესაძლებლობების გაზრდა არა მხოლოდ სპეცოპერაციის ზონაში, არამედ გლობალურ დონეზე“
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.