რუსეთი ასობით ბრიტანელ დეპუტატს სანქციებს უწესებს – მათ რუსეთში შესვლა ეკრძალებათ

რუსეთმა სანქციები დაუწესა ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს, მათ შორის დაუნინგ – სტრიტის შტაბის უფროსს სტივ ბარკლაის და თემთა პალატის სპიკერს ლინდსი ჰოილს. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთი ბრიტანელ პოლიტიკოსებს, რუსეთში შესვლას უკრძალავს

რუსეთი აცხადებს, რომ ეს არის პასუხი ბრიტანეთისთვის, რომელმაც რუსეთის დუმის 386 დეპუტატს 11 მარტს, სანქციები დაუწესა

მოსკოვის მიერ სანქციებს შორის არიან როგორც კონსერვატიული, ასევე ლეიბორისტული პარტიის დეპუტატები.

„ამ პირებმა, რომლებსაც აეკრძალათ რუსეთში შემოსვლა, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში და უდიდესი წვლილი შეიტანეს დიდ ბრიტანეთში რუსოფობიური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებაში” –  ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მდივანი ჯორჯ ეუსტისი, ბრექსიტის მინისტრი ჯეიკობ რის-მოგი, კონსერვატიული კანონმდებლები ჯერემი ჰანტი და სტივ ბეიკერი არიან ყველაზე გამოჩენილი ბრიტანელი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც რუსეთის სიაში მოხვდნენ.