”სახელმწიფოები უკრაინას თავდაცვითი დახმარების დიდ პაკეტებს უცხადებენ. ამას დემონსტრაციულად აკეთებენ და ამის ბოლო მაგალითია გერმანული პაკეტი, რომელიც 2.7 მილიარდ ევროს მოიცავს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ:
– ომი სწორ დასასრულამდე მივა;
– რუსეთი აუცილებლად წააგებს და ისტორიული სირცხვილის სკამზე დაჯდება;
– რუსეთის ფედერაცია აღარავის აშინებს;
– მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დააბრუნებს მშვიდობას, პროგნოზირებად და სტაბილურ განვითარებას.”
წერს ამის შესახებ, Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.