The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის ერთ-ერთი შუამავალია, ამბობს, რომ რუსეთი აღარ ითხოვს ზელენსკის გადაყენებასა დაა უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას, უკრაინა კი – NATO-ში გაწევრიანებას.
”ჩვენ ვცდილობთ შუამავლობას ჩვენს მეგობრებთან ერთად მსოფლიოში, მაგრამ წინ დიდი გზაა,” – თქვა ბენეტიმ.
მისივე ცნობით, მოლაპარაკებებში არის დარჩენილი საკამათო, ფუნდამენტური საკითხები.
“ბოლო დროს მხარეებს შორის პროგრესი იყო, მაგრამ განხეთქილება მაინც ძალიან დიდია“, – აღნიშნავს ბენეტი.
აღნიშნული მოთხოვნების უკან წაღების შესახებ მხარეებს ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებიათ.