რუსეთი აშშ-ის 200 მოქალაქეს, მათ შორის ჯო ბაიდენის და-ძმას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთი აშშ-ის 200 მოქალაქეს, მათ შორის, ჯო ბაიდენის დას და ორი ძმას, თეთრი სახლის პრესმდივანს კარინ ჟან-პიერს და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ახალი ინდივიდუალური სანქციების საპასუხოდ, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ აწესებს, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე საპასუხო აკრძალვა უწესდება აშშ-ის 200 მოქალაქეს“, – აცხადებენ უწყებაში.