მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბაიდენმა უკრაინული მხარისთვის იარაღის მიწოდების მასშტაბი გააფართოვა, მოსკოვიდან აშშ-ს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაეგზავნა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
რუსეთი აშშ-სა და ნატოს აფრთხილებს, შეწყვიტონ უკრაინისთვის, “ყველაზე მგრძნობიარე” იარაღის სისტემების მიწოდება, რადგან ეს “ცეცხლზე ნავთს ასხამს”, რამაც შესაძლოა “არაპროგნოზირებადი შედეგები” გამოიწვიოს.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსების დიპლომატიური ნოტის შინაარსის განხილვას ან კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.