რუსეთი აცხადებს, რომ აზოვსტალიდან მოქალაქეების გამოსასვლელად სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებს

რუსეთი აცხადებს, რომ  “აზოვსტალიდან” მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსასვლელად მათი ჯარისკაცების სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ. შესაბამის ინფორმაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დღეს 25 აპრილს, მოსკოვის დროით 14:00 საათიდან ცალმხრივად წყვეტენ საომარ მოქმედებებს.

“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები 2022 წლის 25 აპრილს 14:00 საათიდან (მოსკოვის დროით) ცალმხრივად წყვეტენ საომარ მოქმედებებს, დანაყოფები გაყვანილია უსაფრთხო დისტანციაზე და უზრუნველყოფენ გაყვანას. მოქალაქეთა მითითებულ კატეგორიას მათ მიერ არჩეული ნებისმიერი მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.